“დრიმ თრეველი” გთავაზობთ დაუვიწყარ 10-დღიან ტურს ნამიბიაში

ნამიბია ათწლეულების განმავლობაში იზიდავდა მნახველს აფრიკაში ყველაზე სანახაობრივი საფარის გამო. ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ყველამ უნდა გამოსცადოს ასეთი დასვენება. გამოიკვლიეთ  შესანიშნავი ველური ბუნება და აფრიკული ლანდშაფტი. განაახლეთ თქვენი შეგრძნებები აფრიკულ მიწაზე.

ნამიბია უზარმაზარი, უხეში და, ერთი შეხედვით, ცარიელი მიწაა. აქ არის ადგილები, სადაც  სერვისცენტრებს 250 კმ აშორებთ ერთმანეთს. ადგილები, სად დაბანაკების შემთხვევაშიც თქვენი უახლოესი მეზობელი თვქვენგან 100 კმ-ით იქნება დაშრებული. აქ იხილავთ უღრუბლო, ლურჯ ცას მრავალი თვის განმავლობაში და, თუ ნამიბიას წვიმების სეზონში ეწვევით, შესაძლოა მონატრებულ შუადღის თქეშსაც შეესწროთ.

ნამიბია სუნთქვის შემკვრელი კონტრასტების ქვეყანაა!

დღე 1-ლი

  • ჩასვლა ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში
  • ქალაქის ტური
  • ღამის გათევა სასტუმროში

დღეები მე-2-მე-3

  • გადაადგილება სასტუმრო “შამეტუში”, რომელიც ქალაქ რუნდუს მახლობლად მდებარეობს.
  • ტური სავანაში უსახურავო ავტომობილით
  • მდინარეზე გასეირნება ნავით

დღე მე-4

  • გადაადგილება სასტუმროში “3 Palms”
  • ღამის გათევა
  • საფარის ტური
  • ღამის გათევა სავანაში კარვებით

დღე მე-5-მე-6

  • შემდეგი გაჩერება “ვიქტორიას ჩანჩქერი”-“Rainbow Hotel” (2 ღამე)
  • ტური ჩანჩქერთანა ხლოს მდებარე პარკში
  • ქალაქის ტური
  • ტრანსფრი ზამბიაში

დღეები მე-7-მე-10

  • უკანა გზაზე კიდევ ერთი ტური სავანაში
  • დარჩენა ვინდჰუკში 2 ღამით
  • ტური სვაკოპმუნდში-ქალაქში, რომელიც მდებარეობს ოკეანის პირას