uflistsikhe

ერთდღიანი ტურის განმავლობაში მოვინახულებთ გორის რაიონიდან 10 კილომეტრით დაშორებულ კლდეში ნაკვეთ ქალაქს- უფლისციხეს. ამ შთამბეჭდავი ქალაქის ისტორია თითქმის 3000 წელს ითვლის. ვარაუდობენ, რომ იგი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 წელს შეიქმნა და საბოლოოდ მე-19 საუკუნეში დაცარიელდა.  ქალაქი გორი კი უმეტესად ცნობილია იმით, რომ იქ დაიბადა იოსებ სტალინი. ქალაქის ცენტრში, ძველი ნაგებობების ფონზე გამოირჩევა გოთიკური სტილით აგებული უზარმაზარი სასახლე.

 

 

სტაGori_stalin_mus_2 (1)ლინის სახლ-მუზეუმი გასული საუკუნის 50-იან წლებშია აგებული. მუზეუმი მდებარეობს პატარა სახლის ახლოს, რომელშიც 1879 წლის 21 დეკემბერს მეწაღე ბესარიონ ჯუღაშვილის ოჯახში დაიბადა იოსებ ჯუღაშვილი. ქვით ნაგები პატარა სახლი, მაღალი ჭერით, მუზეუმის ტერიოტრიაში შედის. იმ დროისათვის ეს სახლი გორის განაპირას მდებარეობდა. განსაკუთრებული ექსპონატია-იოსებ სტალინის პირადი ბრონირებული ვაგონი იმ დროისათვის მდიდრულად მოწყობილი: ვენეციური მინის სარკეებითა და მოჩუქურთმებული ავეჯით.