1407140510531c18სასტუმრო კოპალა მდებარეობს ქალაქის უძველესი ნაწილის, ძველი თბილისის ცენტრში. იგი გარშემორტყმულია უძველესი ციხესიმაგრეებით და სხვა ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. ძველ თბილისში, სასტუმროსთან ახლოს მრავალი უძველესი მართლმადიდებლური ეკლესიაა, რომელთა გვერდშიც მდებარეობს მეჩეთი და სინაგოგა. აქვე, მეტეხის ხიდის გადაღმა მდებარეობს გოგირდის ტრადიციული ქართული აბანოები.სასტუმროს თითოეული ნომრიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ძველ თბილისზე. მდინარე მტკვარი, რომელიც მიედინება სასტუმროდან ოციოდე მეტრის მოშორებით, ამ ულამაზეს ხედებს რომანტიულ ელფერს და ხეობასთან ჰარმონიულად შერწყმულ სივრცეებს მატებს.

 

1407140510560548რას ნიშნავს სახელი “კოპალა”
კოპალა წინაქრისტიანულ სამეფო ღვთაების სახელია, მისი ძირითადი სამლოცველოები არის ფშავსა და ხევსურეთში, ასევე თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარში. წარმოდგენით ,,კოპალა” გაღვთისშვილებულ ხორციელად ითვლებოდა. მისთვის მორიგე ღმერთს დაუკისრებია ფშავ-ხევსურეთის ტერიტორიაზე მობინადრე დევ-კერპების განადგურება, რადგანაც ისინი ხალხს აუტანელ მდგომარეობაში აყენებდნენ. კოპალამ დაკისრებულ დავალებას თავი გაართვა, დევები დაამარცხა და ხალხი გაანთავისუფლა.