ბუტიკის ტიპის სასტუმრო „ციტადელ ნარიყალა“ რომელიც გამორჩეულია თავისი ექსკლუზიური დიზაინით მოიცავს უძველეს სააფთიაქო მუზეუმს, რომელიც სასტუმროს საძირკველში აღმოჩენილი სამკურნალო ჭურჭლისგან არის შექმნილი. უნიკალური კონცეფციის სასტუმროს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში არ აქვს ანალოგი. სასტუმრო ციტადელი არის 19 ნომრიანი სასტუმრო ქალაქის ძველი უბნის ნარიყალას ყველაზე მაღალ წერტილში, საიდანაც მთელი ქალაქის პანორამული ხედი იშლება.
სასტუმროს ადგილას წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სასტუმროს მენეჯმენტის მიერ დაფინანსებული არქეოლოგიური კვლევა. კვლევის დახურვის შედეგად აღმოჩნდა სამედიცინო მიზნებისთვის გამოსაყენებელი ჭურჭელი, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნით თარიღდება.
4 სართულიანი სასტუმროს პირველ სართულზე, ისტორიული მნიშვნელობის კლდის ქვეშ მოწყობილია მუზეუმი, სადაც გამოფენილია ის ჭურჭელი, რომელიც არქეოლოგებმა კვლევის შედეგად აღოაჩინეს.
სასტუმრო ციტადელი მეიდნიდან 2 წუთის სავალზე და თბილისის ყველაზე ცნობილ საფეხმავლო, ნარიყალას მარშრუტის დასაწყისში მდებარეობს. სასტუმრო გათვლილია როგორც ტურისტული ვიზიტებისთვის, ასევე საქმიანი შეხვედრებისთვის და სხვა და სხვა ტიპის ღონისძიებების ჩასატარებლად. სასტუმროში არის რესტორანი და ორი ტერასა. სასტუმროს ერთ-ერთ ღირსებას წარმოადგენს პირველი რესტორანი საქართველოში სადაც არ ეწევიან.
სასტუმროს აშენებისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უმაღლესი ხარისხის სერვისის, განსაკუთრებული კომფორტის და ძველი თბილისის ცხოვრების სტილის ფიუჟენზე. სასტუმრო არის მორგებული რელიეფს, შესაბამისად ცხრამეტივე ნომერს აქვს ძველი თბილისის ხედი და უმეტესობას ძველ ქართულ სტილში გადაწყვეტილი აივანი.