Tour Blog

9

10 რამ, რაც ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ

უკრაინული საიტი travel.tochka.net-ი ტურისტებს რჩევებს აძლევს, რა არ უნდა გააკეთო და რა არ უნდა თქვა საქართველოში.

”საქართველოში გულღია და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. მოემზადეთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ღვინით დაგათრობენ მხოლოდ იმისთვის, რომ მათ სახლთან გზის საკითხავად შეჩერდით. მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ხაჭაპურით, “ტიტანიკით” (აჭარული ხაჭაპური) გაგიმასპინძლდებიან, მოგიყვებიან ბევრ ლამაზ ლეგენდას და მშვიდობისა და საქართველოს სადღეგრძელოს ბოლომდე დაგალევინებენ”, – წერს საიტი.

სტუმარი საქართველოში წმინდაა და იმისთვის, რომ იქ “ღირსეული სტუმრები” იყოთ,  გთავაზობთ სიას იმისა, რისი გაკეთებაც ამ ქვეყანაში არ ღირს:

1. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რჩევაა – ჭაჭა ღვინოში არ აურიოთ.

ნადიმი საქართველოში დიდხანს გრძელდება, ქართველებისთვის სუფრასთან შეკრება – ურთიერთობაა. აქ მთავარია, შენი ძალები სწორედ გათვალო, რადგან არსებობს რამდენიმე სავალდებულო სადღეგრძელო, რომლის არდალევა არ შეიძლება. თუ ღვინო აირჩიეთ, მთელი საღამო მხოლოდ ის სვით.

2. თუ თქვენ პირველი პუნქტი მაინც დაარღვიეთ, ბახუსთან გამკლავებას ბორჯომის გარდა, ნურაფრით ეცდებით. ერთი ჭიქა მინერალური წყალი და სმის გაგრძელება შეიძლება.

3. ჩვენი მესამე რჩევაც ქეიფს უკავშირდება – არასდროს არ შეაწყვეტინოთ თამადას. საქართველოში სუფრასთან მთავარი ადამიანი თამადაა. იგი წესრიგს ადევნებს თვალყურს და მისი სიტყვა კანონია.

4. ნადიმთან დაკავშირებული ბოლო რჩევა – არ სცადოთ ქართული სუფრიდან თავის დაძვრენა. ასე უბრალოდ არ გაგიშვებენ. მას შემდეგ რაც განაცხადებთ, რომ მიდიხართ, მოემზადეთ, რომ როგორც მინიმუმ, კიდევ ნახევარი საათი სავალდებულო სადღეგრძელოები უნდა სვათ და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ მასპინძელსა და თამადას გამოემშვიდობოთ.

5. საქართველოს ქუჩებში არ დაამთქნაროთ. დღეს ქართული ქალაქები – ეს ერთი დიდი სამშენებლო მოედანია. გათხრილი გზები, ქვიშის მთები, მშენებლობა ღამეც კი მიმდინარეობს. ამიტომ საქართველოს ქალაქებში მაქსიმალურად ყურადღებიანები უნდა იყოთ, რომ ღრმულში არ ჩავარდეთ, აგური არ დაგეცეთ, ან მანქანა არ დაგეჯახოთ.

6. არ მისცეთ მოწყალება ბოშებს. შეიძლება თბილისის ქუჩებში ბოშა ბავშვმა ხურდა ფულის მიცემაზე დაგიყოლიოთ, მაგრამ როგორც კი სისუსტეს გამოიჩენთ, გარშემო კიდევ უამრავი ბოშა ბავშვი გაჩნდება.

7. ეკლესიაში შორტებით, შიშველი მხრებით და თავსაბურავის გარეშე ნუ შეხვალთ. თუ მაინც შეხვედით, შეიძლება იქიდან ყვირილით გამოგაგდონ. საქართველოში ამ მხრივ,  დიდი სიმკაცრეა.

8. ქართველები ღია ხალხია. მხიარულება, ხმამაღალი სიმღერა და ხმამაღლი საუბარი უყვართ.

9. თბილისში უმჯობესია რუსულად ან ძალიან ცუდი ინგლისურით ილაპარაკოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – გატეხილი ქართულით. მზაკვრულია ეს ენა, თქვენ სასაცილო სიტუაციაში მოხვედრას რისკავთ. მაგალითად, ქართული სიტყვა “ламази” ლამაზს აღნიშნავს, მაგრამ ამ სიტყვამ ერთი რბილი “ლ”-თი შეიძლება “სოფლელს” დაგამსგავსოთ.

10. ბოლოს ისევ ნადიმს შევეხოთ – არ შეხვიდეთ პიცერიასა და სწრაფი კვების ობიექტებში.

იყო საქართველოში და არ დააგემოვნო ცნობილი ყველი – სულგუნი, მწვადი და გემრიელი ხინკალი, უბრალოდ საცოდაობაა.